მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი "ნაპოლეონი" ძალიან დაკავებული დიასახლისებისთვის.
ინგრედიენტები:
ფქვილი 300 გრ
კარაქი 200 გრ
არაჟანი 200 გრ
კრემი
კარაქი 200 გრ
შესქელებული რძე 1 ქილა
ვანილი ვანილი
ფქვილი და დაკეპილი, დარბილებული კარაქი შეურიეთ ერთმანეთს , ჩაამატეთ არაჟანი დაამუშავეთ ისე, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. გაყავით 8 ნაწილად, გააკეთეთ ბურთები და შედეთ მაცივარში 30 წთ. დრო რომ გავა, გამოიღეთ მაცივრიდან გუნდები, გააბრტელეთ თხლად და გამოაცხვეთ წყლით დასველებულ საცხობ სინზე, 250 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.
კრემი: მიქსერით კარგად ამოიყვანეთ კარაქი, ნელ-ნელა ჩაასხით შესქელებული რძე, უყავით ვანილი.
მომზადება: ფირფიტებს ლამაზად შემოუსწორეთ გვერდები და მოჭრილი ნაწილები დაფხვენით.
ფენებს წაუსვით კრემი და დაალაგეთ ერთმანეთზე. ბოლოს მოაყარეთ მომზადებული ნაფხვენები.
გემრიელად მირთვით!
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 44