ეხლა შემოგთავაზებთ!ყველასთვის საყვარელი და უგემრიელესი"ესკიმო" - ტორტი, რომელიც პირში დნება
ინგრედიენტები:
ბისკვიტისთვის:
ფქვილი 1 ჭიქა
შაქარი 1 ჭიქა
კვერცხი 4 ცალი
ცივი წყალი 10 ს/კ
კაკაო 2 ს/კ
სოდა 1/2 ჩ/კ
ვანილი 1 ჩ/კ
კრემისთვის:
თბილი რძე 1 ჭიქა
კვერცხი 2 ცალი
შაქარი 1 ჭიქა
ფქვილი 3 ს/კ
ვანილი
კარაქი 250 გ
მინანქრისთვის :
შაქარი 2 ს/კ
კაკაო 2 ს/კ
არაჟანი 2 ს/კ
კარაქი 50 გ
მომზადების წესი:
გააცალკევეთ კვერცხის გულები ცილისგან. ათქვიფეთ ცილა გამკვრივებამდე. 4 კვერცხის გული ათქვიფეთ 1 ჭიქა შაქართან ერთად გათეთრებამდე. დაუმატეთ 1/2 ჩ/კ სოდა, 10 ს/კ ცივი წყალი, ვანილი, 1 სავსე სუფრის კოვზი კაკაო, ურიეთ და თან ნელ-ნელა შეურიეთ ათქვეფილი ცილა.
ასევე ნელ-ნელა შეურიეთ 1 ჭიქა ფქვილი.
ტორტის ფორმას წაუსვით კარაქი, ჩაასხით ცომი, მოასწორეთ.
შედგით ფორმა წინასწარ 180 გრადუსზე გაუხრებულ ღუმელში და აცხვეთ დაახლოებით 30-40 წუთი.
კრემი:
ქვაბში ჩაახალეთ 2 კვერცხი, 1 ჭიქა შაქარი და 3 სავსე სუფრის კოვზი ფქვილი – მიქსერით კარგად ათქვიფეთ, დაუმატეთ 1 ჭიქა თბილი რძე და კარგად აურიეთ. დადგით დაბალ ცეცხლზე.
ისე რომ, არ შეწყვიტოთ მორევა, მიიყვანეთ ადუღებამდე, შემდეგ ადუღეთ 1 წუთი და გადმოდგით ცეცხლიდან. გააცივეთ.
ცალკე ჯამში ათქვიფეთ 250 გ კარაქი ვანილთან ერთად. ისე, რომ არ შეწყვიტოთ თქვეფა, თითო კოვზით დაუმატეთ მოხარშული კრემი.
მინანქარი:
2 ს/კ შაქარს დაუმატეთ 2 ს/კ კაკაო და 2 ს/კ არაჟანი. დადგით ცეცხლზე და ხარშეთ, თან ურიეთ. მიიყვანეთ ადუღებამდე და გადმოდგით ცეცხლიდან. შემდეგ დაუმატეთ კარაქი. კარგად აურიეთ და პრიალა მინანქარიც მზად არის.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 56