Предыдущая публикация
ვისაც უყვარხარ, არ მიგანდობს ბედის ქარიშხლებს,
ვისაც უყვარხარ, გასაფატრად იღბალს არ განდობს,
ვისაც უყვარხარ, არასოდეს ხელს არ გაგიშვებს..
ვისაც ჭირდები, გამოგყვება სალი კლდის ქიმზე,
ვისაც უნდიხარ..მიგაცილებს კიდემდე ქვეყნის,
ვისაც უყვარხარ, მრისხანესაც ალერსით გიმზერს,
მარადიული მონატრება ხარ, მისი ნეკნის..
ვისაც უყვარხარ, დასიცხულ სულს დაგინიავებს,
მწყურვალს შეგასმევს მოგროვილ ცვარს თავის პეშვიდან,
ვისაც უყვარხარ, უკუნ წყვდიადს გაგიღიავებს...
ვისაც უყვარხარ!!..
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 6