Предыдущая публикация
ეს განსაცდელია და უნდა გაუძლო,
გახსოვდეს, უფალი, ჩვენთვის ჯვარს გაეკრა,
მერე კი ავაზაკს სამოთხე გაუღო,
გტკივა, ვინც გიყვარდა, იმან რომ გაგწირა?
უნდა მიუტევო და სული გაუთბო,
ოცდაათ ვერცხლად ქმნილ ღალატზე რას იტყვი?
ან სულით დაცემამ იუდას რა უყო?
შეურაცხყოფილი, ცრემლებს ვერ იკავებ?
ვერაფრით შეძელი ამ ტკივილს გაუგო?
მაშინ გაიხსენე მოყვასის დაცინვამ,
ჯვარზე გაკრულ, უფალს ცრემლი რომ დაუშრო,
გახსოვდეს, რომ უფალს იმდენად ვუყვარვართ,
მზადაა ჩვენს ღალატს მრავალჯერ გაუძლოს,
მერე ჩაიხუტოს უძღები შვილები და
როგორც ავაზაკს, სამოთხე გაუღოს...
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 189