თხოვთ გაეცნოთ ერთი ოჯახის ისტორიას,რომლის ტრაგედია იწყება 2003 წლიდან.
2003 წელი, გოგა ჯიშკარიანი 6 წლის ასაკში გარდაიცვალა. დიაგნოზი ვერ დაუდგინდა.
2013 წლის 6 მარტს, თენგო ჯიშკარიანი 11 წლის ასაკში გარდაიცვალა. დიაგნოზი ვერ დაუდგინდა.
გიორგი ჯიშკარიანი 11 წლის, დიაგნოზი ვერ დაუდგინდა.
გიორგის ოჯახი სოციალურად დაუცველია. ოჯახმა სახლი იპოთეკით დატვირთა და თანხის გადაუხდელობის გამო აუქციონზე გაუყიდეს. ოჯახის წევრები უმუშევრები არიან. დაუდგენელი დიაგნოზით ორი პატარა ბავშვი გარდაეცვალათ. იგივე პრობლემა აქვს გარდაცვლილი ბავშვების ძმას, 11 წლის გიორგი ჯიშკარიანს. სიმპტომები: უჭირს სიარული, აქვს მხედველობის პრობლემა,თან დაერთო კარდიოლოგიური პრობლები, კვირაში სამჯერ გადასხმა სჭირდება, საკვების მიღებისას ღებინება ეწყება.
11 წლის გიორგი სიცოცხლით სავსე ბიჭია და ყოველდღიურად იბრძვის ამ სიცოცხლის შესანარჩუნებლად.კომა რომელიც მის ძმას სიკვდილის წინ განუვითარდა, გიორგიმ იაშვილის კლინიკაში გადაიტანა და სრულიად ღონემიხდილი იყო.მაშინ გიორგი, ბევრი კეთილი ადამინის დახმარებით სიკვდილის გამოგლიჯეს და გერმანიში გაემგზავრა,(2013წ) სადაც ურთულესი გამოკვლევები ჩაუტარდა და გერმანელემა ექიმებმა ვერ შესძლეს ზუსტი დიაგნოზის დასმა,ერთადერთი რაც გერმანულ კლინიკაში დადგინდა,არის ის რომ გიორგის ორგანიზმი საერთოდ არ შეიცავს ვიტამინ „D”-ს.
გიორგის გერმანულ კლინიკაში გამოკლვლევები და მკურნალობა შეწყდა...
შეწყდა რათქმაუნდა უსახსრობის გამო...
gio shvilo me fuli ar maqvs,magram rogorc chemi shvilebistvis viloceb ise shentvisac viloceb ,tadzarshi shesvlis dros santels avanteb da ufals shens gamogamrtelebas shevtxov.ufali gfaravdes amin.
Комментарии 96