უნდა იცოდე რამდენიც;
ოღონდ არ უნდა დაჰკარგო
ქართული სიტყვის ნათელი!
მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა,
რა ვუთხრა ისეთ ამხანაგს,
ვინც ვერ ახერხებს ქართულად
წერას, კითხვას და ლაპარაკს.
ვინც არც იცის და არც უნდა
იცოდეს ჩვენი წარსული;
ვინც ხმას ვერ იღებს ქართულად,
არც სხვისი ესმის ქართული.
განა იმისთვის იბრძოდნენ
წარსულში მამა-პაპანი -
დღეს შვილმა აღარ იცოდეს
სისხლით დაცული ანბანი?!
თუკი წინაპარს შანთებით
ვერ დაავიწყეს ქართული,
თუ დღესაც მღერის ქართველი
ფერეიდანში ფანდურით,
შენ აქ რა ღმერთი გაგიწყრა,
ვინ იყო შენი გამზრდელი,
შენი გულისთვის დამიწდა
როცა ამდენი ქართველი?!
მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა,
რა ვუთხრა ისეთ ამხანაგს,
ვინც ვერ ახერხებს ქართულად
წერას, კითხვას და ლაპარაკს.
მუხრან მაჭავარიანი (ნაწყეტი)
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 918
გიორგის, 4თვის წინ დაუდგინდა მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია, დიაგნოზის დასმის თანავე დავიწყეთ მედიკამენტოზური მკურნალობა ქიმიები, გვეუბნებოდნენ, რომ პროტოკოლის მიხედვით ყველაფერი ისე ხდებოდა, როგორც გათვალისწინებული იყო.
მეორე ძვლის ტვინის ანალიზის პასუხებიდან გამომდინარე, რემისიაც კი არ არის დაწყებული და მხოლოდ ახლა გვითხრეს, რომ საჭიროა ძვლის ტვინის ბიოფსია, რომელიც საზღვარგარეთ კეთდება და აქედან გამომდინარე გთხოვთ მეგობრებო დახმარებას, გავერთიანდეთ გიორგისთვის ვისაც რისი საშუალება გაქვთ, ხმა მივაწვდინოთ ყველას.
საქართველოს ბანკი
#GE19BG0000000357664300
მიმღები: ზურაბ დიდებაშვილი
თიბისი ბანკი
#GE13TB7414345061100110
მიმღები: მარიამ ოდიშვილი
ლიბერთი ბანკი
# GE58LB0711102013683340
მიმღები: მამუკა დიდებაშვილი