ბოდიში. მიყვარხართ – ო’მალის პირველი კომენტარი დვალიშვილთან მარცხის შემდეგ
29 წლის ამერიკელი მებრძოლი, შონ ო’მალი, ქართველ მეტოქესთან დამარცხებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა.

“ზედმეტი დაპირება, ნაკლები შესრულება. ბოდიში. მიყვარხართ”, – წერს UFC-ის ყოფილი ჩემპიონი.
ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა, ლას ვეგასში, სუპერმსუბუქი წონის კატეგორიაში, საჩემპიონო ბრძოლა გამართა და მეტოქე – შონ ო’მალი დაამარცხა. შედეგად, საქართველოს, ილია თოფურიას შემდეგ, UFC-ის კიდევ ერთი ჩემპიონი ჰყავს.
Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
Комментарии 2