პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ოჯახურ ღირებულებათა და ახალგაზრდების დაცვის შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენით განმხილველ სხდომას თავმჯდომარეობს.
კომიტეტის სხდომაზე დეპუტატმა კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რატომაა საჭირო ოჯახურ ღირებულებათა და ახალგაზრდების დაცვის შესახებ კანონის მიღება და რა პრინციპებს ეფუძნება ის.
„ბავშვი მიანდო თუ არა იმ ადამიანს, რომელსაც ვერ გაუგია ქალია თუ კაცია - ამაზეა ეს კანონპროექტი.“- აღნიშნა მაჭარაშვილმა და განმარტა, რომ სახელმწიფოს პრინციპული პოზიციაა არასრულწლოვანების დაცვა. მისი თქმით, ხელისუფლება ამბობს, რომ ბავშვმა უნდა იცოდეს მშობლები რა სქესის არიან, არ აქვს მნიშვნელობა ჰქონდა თუ არა ადგილი სამედიცინო ჩარევას.
“შევახსენებ საზოგადოებას რა კანონს ვიღებთ. ვიხილავთ კანონპროექტს - ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანების დაცვის შესახებ და ვფიქრობ, კითხვები რელევანტური უნდა იყოს.
ბავშვი მიანდო თუ არა იმ ადამიანს, რომელსაც ვერ გაუგია ქალია თუ კაცია - ამაზეა ეს კანონპროექტი. არასწორია მინიშნება იმაზე, რომ ამ მუხლში საუბარია, რატომ არ შეიძლება ბავშვი აიყვანოს ადამიანმა, რომელიც არ არის გარკვეული საკუთარ სქესში ბიოლოგიურად.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პრინციპების დონეზე ეს კანონი მივიღეთ. თქვენ ეთანხმებით თუ არ ეთანხმებით, ეს მეორე მხარეა, მაგრამ საქართველოს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ემხრობა ამ კანონს - დაცული იყოს ოჯახური ღირებულებები და არასრულწლოვანები.
მეორე მოსმენით ვიღებთ ამ კანონპროექტს და რელევანტური კითხვები უნდა დაისვას. პრინციპების დონეზე თუ დავსვით კითხვები, დილამდე ვერ დავასრულებთ. პრინციპების დონეზეა ეს კანონი მიღებული, აღარ უნდა ჩნდებოდეს კითხვები - ღირებულებები რა არის და რატომ არ შეუძლია იმ ადამიანს, ვისაც თვითონ ვერ გაურკვევია საკუთარი სქესი, ბავშვის აყვანა და ა.შ.
პრინციპულ საკითხებზე დაყრდნობით გადაწყვეტილება მიღებულია. ვიმეორებ, გნებავთ ადამიანი ბიოლოგიურად სხვა სქესის არ იყოს, მაგრამ თავს სხვა სქესს მიაკუთვნებდეს, სახელმწიფო ვამბობთ - ბავშვმა უნდა იცოდეს, დედა ქალია თუ კაცია და მამა ქალია თუ კაცია, თუნდაც იყოს სამედიცინო ჩარევა ან არ იყოს,“- აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.
Комментарии 1