გიორგი ვაშაძე: პატიმრობაში მყოფ ადამიანს წინასწარ პატიმრობას რომ უსჯიან, სრული სისულელეა, მიხეილ სააკაშვილის ეშინიათ
თვითონ შინაარსი, რომ პატიმრობაში მყოფ ადამიანს წინასწარ პატიმრობას უსჯიან, სრული სისულელე და აბსურდია, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარემ და პოლიტიკური პლატფორმა „ერთიანობის” წარმომადგენელმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაზე მიხეილ სააკაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას.
„საკითხი არის ასე - რატომ აკეთებენ ამას? იმიტომ, რომ ეშინიათ მიხეილ სააკაშვილის“, - აღნიშნა ვაშაძემ.
მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის საქმესთან დაკავშირებით, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2 აგვისტოს შეუფარდა.
Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
Комментарии 1