ბუნდესვერის გენერალური ინსპექტორი: 5-8 წელიწადში რუსეთის შეიარაღებული ძალები ისე დაკომპლექტდება და აღიჭურვება, რომ ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმა შესაძლებელი იქნება
ბუნდესვერის (გერმანიის შეიარაღებული ძალების) გენერალურმა ინსპექტორმა, კარსტენ ბროიერმა დასავლეთისთვის რუსეთის მზარდი სამხედრო საფრთხის შესახებ ისაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.
„ჩვენ ვხედავთ, რომ რუსული არმია დასავლეთის მიმართულებაზე არის ორიენტირებული“, - აღნიშნა კარსტენ ბროიერმა გაზეთ Sächsische Zeitung-თან ინტერვიუში.
ბროიერის შეფასებით, 5-8 წელიწადში რუსეთის შეიარაღებული ძალები ისე დაკომპლექტდება და აღიჭურვება, რომ ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმა შესაძლებელი იქნება.
მან აღნიშნა, რომ რუსეთის არმია ყოველწლიურად იღებს 1 000-დან 1 500-მდე ტანკს, მაშინ როდესაც ნატოს ხუთ უმსხვილეს ევროპულ ქვეყანას ამ რაოდენობის მხოლოდ ნახევარი აქვს.
„თუ ამ პოტენციალს დავუმატებთ განზრახვას, რომელიც იკითხება პუტინის განცხადებებში, მაშინ ამან უნდა შეგვაშფოთოს. ჩემი საქმეა ვიფიქრო ყველაზე ცუდ სცენარზე“, - დასძინა მან.
Ме арц америка европа да схва квекана армаинтересебс.ме гавлили маквс оми абхазетши да вици сицосхлис фаси.оми ес ахали таобис геноцидиа.ратом унда иомон, тавиант швилебс аракенебен цина хаззе да схвиси газрдил швилеби саертод ар адардебс аравис.магалитис моквана араа сачиро твитонац ицит сад да рогор цховробен мати швилеби.
ოქროს ურდო და მონღოლები ნაპოლენი ფინელები ლადოგის ტბაზე პირველი და მერე მსიფლიო ომი რუსეთ თურქეთის ომი რომელმაც განთავისუფლა ბულგარეთი რუმინეთი სერბეთი
Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
Комментарии 11