Предыдущая публикация
. .
დაღლილი არ ვარ,
დღეს უბრალოდ ფიქრებს ვალაგებ.
იასამნები ყვავდებიან,
ვაღებ დარაბებს.
სიმართლე რომ ვთქვა,
რაც ვიდარდე, აღარც მანაღვლებს.
და იმედებმა, ყველა დარდი,
ერთად განაღმეს...
ან, განა დაღლა შეიძლება,
გაზაფხულის პირს?!
ან, განა დაღლა შეიძლება,
აპრილთან ახლოს?!
დღეს ეკალივით გადავჭერი
ღერები სევდას,
რომ ჩემს სიმშვიდეს,
თუნდაც წამით, ხელი არ ახლოს...
და არც უფლებას აღარ მივცემ,
მატკინოს ვინმემ...
და გულთან ახლოს არ ვიკარებ
სხვების სიავეს...
გაზაფუხლია, სხვა იმედით მივდივარ წინ და,
ამ სიხარულთან არ მინდა რომ დამაგვიანდეს...
ია ნანეიშვილი
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев