Предыдущая публикация
- იცი, ყოველთვის არ გაქვს ძალა, რომ ძლიერი იყო, ცხოვრება განაგრძო და თავი მხნედ გეჭიროს. ზოგჯერ ძალიან ძლიერ დარტყმას გაყენებს ცხოვრება, ზოგჯერ იმდენად იღლები, რომ არაფრის სურვილი და ხალისი აღარ გაქვს. ამ დროს გჭირდება ვიღაც, ვის გამოც აიძულებ საკუთარ თავს, რომ იყო ძლიერი, ისევ გაიღიმო და ცხოვრების სირთულეებს არ დანებდე. ამ დროს შვილი გაძლევს ძალას და სიმტკიცეს, აზრს იმისას, რომ გზა განაგრძო, მიზნამდე იარო და არასოდეს დანებდე. ჰო, როგორც ქალი შეიძლება იყო სუსტი, მაგრამ დედა სუსტი ვერ იქნება, დედას ამის უფლება არ აქვს, რადგან ის მაგალითია თავისი შვილისთვის, გზის გამკვალავი და ცხოვრების მასწავლებელია.
ია კარგარეთელი
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев