როგორც сommersant.ge-ს ბავშვთა და ახალგაზრდული ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ მაკა შენგელიამ განუცხადა, ბანაკი წელს მხოლოდ ანაკლიაში შედგება, კამპუსების ტიპის ბანაკების მოწყობის შემთხვევაში მასში მონაწილეობას სტუდენტებიც მიიღებენ.
ამ დროისთვის ანაკლიის ,,მომავლის ბანაკებში“ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ივნისის ბოლოს დასრულდება. ბანაკებში მიღება 1 ივლისიდან, სამოტივაციო წერილის საფუძველზე მოხდება.
ბანაკის ლიდერების გადამზადება კი უახლოეს მომავალში დაიწყება და სპეციალურ ტრენინგს 150 –მდე პოტენციური ლიდერი გაივლის, რომელთა გადამზადებაც რამდენიმე მიმართულებით მოხდება.
შენგელიას ინფორმაციით, წელს ერთ ბანაკში 300–მდე ახალგაზრდა დაისვენებს და მათ 24 ლიდერი უხელმძღვანელებს. წლის განმავლობაში კი სულ ბანაკში 2050 მოსწავლე შეძლებს მონაწილეობის მიღებას.
"მომავლის ბანაკს", შენგელიას განმარტებით, გასული წლებისგან განსხვავებით, შემეცნებითი დატვირთვა ექნება და მისი მონაწილეები ტრენინგებთან ერთად სპორტულ შეჯიბრებშიც მიიღებენ მონაწილეობას. კერძოდ, ტრენინგები ბავშვთა უფლებების, ტოლერანტობის, სამოქალაქო განათლებისა და არჩვნების საკითხებზე ჩატარდება.
შეგახსენებთ: ,,მომავლის ბანაკების“ გახსნა 15 ივნისს იგეგმებოდა, თუმცა ჩასატარებელი სარემონტო სამუშაოების გამო გახსნის პროცესი 1 ივლისამდე გადაიდო, შესაბამისად გადაიწია ბანაკების ოფიციალურად დახურვის თარიღმაც, რომელიც 17 სექტემბრის ნაცვლად 30 სექტემბრისთვის დაიგეგმა.
ბავშვთა და ახალგაზრდული ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის ინფორმაციით, ,,მომავლის ბანაკების“ წლევანდელი ბიუჯეტი მილიონ 700 ათასი ლარია. http://commersant.ge/?page=news&id=690 #новости
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2
liderebis shercheva rogor moxdeba treiningit gadawydeba vin wava da vin ara? tu icit? snu sv vinc gaagzavna yvelas daurekaven tu ara eg mainteresebs ?
სხვა ინფორმაციას არ ვფლობ სამწუხაროდ...: ((( შეგიძლიათ სამინისტროს ვებ-გვერდზე მოიძიოთ..: )))
http://msy.gov.ge/index.php?sec_id=158&lang_id=GEO&geo=on&searchq=%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%99%E1%83%98