Предыдущая публикация
ან გული, ასე რამ გაახარა...
მე სიყვარული ვიპოვე ღმერთში,
და შენზე ფიქრიც, მან შემაყვარა...
მე მარტოობა, მატკიებს მაჯას...
ვდცილობ შეგეხო და თითებს ვერ ვშლი..
ვლოცულობ, ღმერთო, მაშორე ტანჯვა,
და უშენობით ნურასდროს შემშლი...
და მაინც, თუკი მაცდუნებს დაღლა,
ან ფიქრი - ასე სავსე წარსული...
შენთვის ვიცოცხლებ გპირდები, გნახავ...
და ჩემთვის სავალ, გზას დავასრულებ...
ქარი არხევდა ქუჩაში ხეებს,
და უშენობის - ჭრელი ფერები...
უკან მოვხედავ გაფრენილ დღეებს, და
წარსულს ჩემთვის მოვეფერები...
მივდივარ, გულს კი დარჩენა უნდა,
მომბეზრდა ფიქრი და სიმარტოვე...
უფალო ახლა, ჩემს გვერდით თუ ხარ...
უსიყვარულოდ, ნუ მიმატოვებ.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев