Предыдущая публикация
04.2014.
ქუჩაში ცივა, დაკონკილი კანკალებს ქუჩა,
ცივათ ბეღურებს, ცივათ ძაღლებს, ცივათ ღატაკებს,
დაძრწის სიცივე და ტიტველი ტერფები უჩანს,
მაგრამ აპრილი მალე მახვილს ყელში ატაკებს
ზამთრის სიცივეს. უკვე მარტსაც დაეტყო დაღლა,
(თუმცა, უმარტოდ ლექსში ყვავილს როგორ შეიტან?)
ნელ-ნელა მძლავრობს მზეც და მალე ჩამოყრის დაბლა
ყინულის შუბებს თეთრი ღრუბლის გალერეიდან.
უნდა იმარტოს მარტმა, რადგან ზამთრის გარეშე
ეს გაზაფხულიც არ იქნება ალბათ, მარტივი,
დიდხანს ზუზუნებს ქარი ავი და მოთარეშე
და ალბათ, მალე დაიწივლებს წვიმაც მარტივით.
ასე წრიალებს წელიწადი, მაგრამ განაგებს
სითბო გაზაფხულს, როგორც ტაძარს, რწმენით ანაგებს.
ზვიად მეფარე
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 33
გაზაფხულის სონეტი 15.05.2014.
ქუჩაში ცივა, დაკონკილი კანკალებს ქუჩა,
ცივათ ბეღურებს, ცივათ ძაღლებს, ცივათ ღატაკებს,
დაძრწის სიცივე და ტიტველი ტერფები უჩანს,
მაგრამ აპრილი მალე მახვილს ყელში ატაკებს
ზამთრის სიცივეს. უკვე მარტსაც დაეტყო დაღლა,
(თუმცა, უმარტოდ ლექსში ყვავილს როგორ შეიტან?)
ნელ-ნელა მძლავრობს მზეც და მალე ჩამოყრის დაბლა
ყინულის შუბებს თეთრი ღრუბლის გალერეიდან.
უნდა იმარტოს მარტმა, რადგან ზამთრის გარეშე
ეს გაზაფხულიც არ იქნება ალბათ, მარტივი,
დიდხანს ზუზუნებს ქარი ავი და მოთარეშე
<s sbiy3c008
...Ещёგაზაფხულის სონეტი 15.05.2014.
ქუჩაში ცივა, დაკონკილი კანკალებს ქუჩა,
ცივათ ბეღურებს, ცივათ ძაღლებს, ცივათ ღატაკებს,
დაძრწის სიცივე და ტიტველი ტერფები უჩანს,
მაგრამ აპრილი მალე მახვილს ყელში ატაკებს
ზამთრის სიცივეს. უკვე მარტსაც დაეტყო დაღლა,
(თუმცა, უმარტოდ ლექსში ყვავილს როგორ შეიტან?)
ნელ-ნელა მძლავრობს მზეც და მალე ჩამოყრის დაბლა
ყინულის შუბებს თეთრი ღრუბლის გალერეიდან.
უნდა იმარტოს მარტმა, რადგან ზამთრის გარეშე
ეს გაზაფხულიც არ იქნება ალბათ, მარტივი,
დიდხანს ზუზუნებს ქარი ავი და მოთარეშე
და ალბათ, მალე დაიწივლებს წვიმაც მარტივით.
ასე წრიალებს წელიწადი, მაგრამ განაგებს
სითბო გაზაფხულს, როგორც ტაძარს, რწმენით ანაგებს.
ზვიად ნეფარიძე
ირგვლივ ბუღი და ქაოსი,
როდემდე უნდა ვხატავდე
სამოთხეს სააქაოში?...
ზვიად ნეფარიძე
ვირი-მზე 17.03.2014.
შლეგი დილეგი თეთრ თითებში ჭახჭახებს ჭრაქი.
ზარი ზანზარებს, მნახველი მრავლის.
ათინათიდან მოდის ლოდის სარკის რაკრაკი,
ხავერდოვანი ხაოდა ხვამლი.
ფრჩხილებდაკვნეტილ შუაღამეს ისევ ვეძახი,
რძისფერ თვალებში დაცურავს ჯვარცმა,
ლაბირინთივით გაიწელა ენის ვენახი
და ველი რთველის სიმართლის მარცვალს.
გაათინათდა მთვარე გარეთ, მზარავდა მზე შინ,
ბღავის ღამეში
შავი კამეჩი.
ალილუია!
ილივლივებს
<p sc3333...Ещёვირი-მზე 17.03.2014.

ღელეში ლეში,
დღე ღრეობს ღამის სიკამკამეში.
ბრმა ვარ, თუ შავად ვხედავ სცენებს?... ვფიქრობ ყირიმზე,
ვარ მოზიარე სისხლის გუბეთა,
ინგრევა ზეცა, ჰორიზონტზე ცურავს ვირი-მზე,
ძარღვებს დაშრობა რომ გაუბედა.
იბუნდოვანებს სახეს დათვი! ხილვა მინდება,
რა შეუკვეთა მომავალს კაცმა...
და ისევ ბრწყინავს ცაზე ავდრის გაამინდება,
რადგან გვახსოვდეს გოლგოთის ჯვარცმა.
ზვიად ნეფარიძე
ვარ მოზიარე სისხლის გუბეთა,
ინგრევა ზეცა, ჰორიზონტზე ცურავს ვირი-მზე,
es ram mogafiqrat.....
saocaria
ai ratom miyvars poezia
yirmize
viri mze....
მალე ჩამოყრის დაბლა ყინულის შუბებს თეთრი ღრუბლის
გალერეიდან...
სითბო გაზაფხულს, როგორც ტაძარს,
რწმენით ანაგებს.
ზამთარსაც უკვე დაეკარგა... ბრძოლის უნარი...
ნელ-ნელა ითვლის... დღეებს თავის ბატონობისას...
მარტო!!!... შენც მიდი... შეაშინე რამე უთხარი...
ზამთარმაც იგრძნო... სიძლიერე გაზაფხულისა...
ფიფქების სურნელს... მალე შეცვლის...
ყვავილთ ფანტელი...
ნუ დაღონდები... შენც ზამთარო... თვითონაც იცი...
გაზაფხულს თან სდევს... გაზაფხულის უცხო სურნელი...
მარტით იწყება... ის სიგიჟეც... სულს რომ აიწყვეტს...
ტანისამოსში... ზამთარია სულგანაბული...
გაზაფხულივით... ნელ ნელა რომ შემოხსნის სამოსს...
ასე გაზაფხულს... ვნებად დასდევს... თვით სიყვარული...
ზამთარი დღემდე... გაზაფხულის სტუმრობას იტანს...
თუმც ეზარება... რომ ედება... თითქოს ფეხებში...
რას იზავ კარგო... ყველაფერი შენც კარგად იცი...
დრონი მეფობენ თვითონ დროში... არა მეფენი!!!...
/მზია კაჯილაშვილი/••• Me!/MZEO/MK
კანკალებს ქუჩა,
ცივათ ბეღურებს, ცივათ ძაღლებს,
ცივათ ღატაკებს,
დაძრწის სიცივე და ტიტველი
ტერფები უჩანს,
ყოველ თქვენს ლექსში... იმალება... იდუმალება...
აზრების მუზებს... ემატება... რაღაც მისტიკა...
თუმცა... სულს სიღრმედ... ქვესკნელიც კი არ ემალება...
არ იმალება... ჩაწვეთებულ სიტყვების კვალი...
არ იპარება... უმნიშვნელო გრძნობაც ქაოსად...
და თქვენს ლექსებში... იძებნება... სულ სხვა სამყარო...
ადგილი სადაც... უღირსს არ აქვს სულის დანდობაც.............
ყოველ თქვენს ლექსში... იმალება სასწაულები...
იდუმალებაც... გადაქცეულ... ლექს-რეალობად..............
/მზია კაჯილაშვილი/
პატივისცემით...
მთა ათონზე 27.03.2015.
მთა ათონზე, სავანეში დოქიარის,
მონასტერთან ერთი მცირე ხევი არის
(იქ, წყაროსთან, სტუმრისათვის, დოქი არის)
და მე სულის მოსათქმელად შევიარე.
და მიიპყრო ყურადღება ჩემი ხეზე
დაკაწრულმა სევდიანმა ნახატებმა,
იქ ეწერა: "საქართველო არის ესე,
საქართველომ სიბნელესთან ნახა შებმა,
რომ გაბრწყინდეს"...
ზვიად მეფარე
მთიდან გაგონილი 27.03.15.
ჩვენ მაღლა, მთიდან გავიგონებთ სუნთქვას თანაბარს.
კვლავ აწყვეტილი ძალადობა ზიდავს მძიმე თოფს.
კვლავ გადაარჩენს ქრისტეს ნაცვლად ხალხი ბარაბას,
მაგრამ ბარაბა დაბლა წავა, ქრისტე კი – მეფობს.
ჩვენი ძველების ღვაწლის შედეგს ქარი არ აბნევს;
(ჩვენს სასულდგმულოდ ღმერთი მუდამ ტოვებს იმედებს)
დემონთა ყეფა კვლავ დახეთქავს ყურთა ბარაბნებს,
მაგრამ ისინიც ბნელში წავლენ, ქრისტე – იმეფებს.
ზვიად მეფარე