უკან არასდროს
დაგიბრუნდები, ყველა
ტკივილებს სულში ვიხორცებ,
მწარე წარსულად
მომაგონდები. ჩემი ცხოვრება
ერთი წიგნია, ყველა აბზაცი
ცრემლებ ნარევი, ბევრი ვეცადე
გადამეშალა, კვალი დატოვა
ნაიარევი. მე ის ქალი ვარ, ვინც
სიყვარულით, სითბოთი სავსე
გული გაჩუქა, არ დააფასე,არ
გაუფრთხილდი, არ მოეფერე
ღმერთის საჩუქარს. თუ
სიმარტოვემ შემოგიტია, მინდა
წარსულში გადაგახედო და თუ
წავედი, მე მომიტევე, თვალებში
მეტად აღარ ჩამხედო.
ბედნიერება ფული არ არის,
ბედნიერება სიყვარულია, მზე
მაშინ ნათობს ცის კამარაზე,
როცა ღრუბლები მიმალულია.
გულს თუ ბზარები ერთხელ
გააჩნდა, გამთელებული სად
გინახია, თუმცა დამსხვრევას
ბევრჯერ გადარჩა, წლებმა
ტკივილი შემომახვია. მე
დავამთავრებ იმ
ბოლოფურცელს მაშინ,
როდესაც ინებებს ღმერთი, დაე
გახსოვდეს,მეტს ვეღარ ვუძლებ,
მე შენ მიყვარდი, მიყვარდი
ერთი,,,
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев