ფორებს დაჩრდილავს იისფერი აფორიზმები,
მიწას აბარებს უკვდავება საკუთარ ცხედარს
რომ დაატანოს წუთისოფელს ალგორითმები.
გამომასარჩლეს სიმფონიებს რაღას მოველი
ადრინდელია ციტატები რაცკი დამთრგუნავს,
მიწას დარჩება აზრთა მოდგმა ფიქრი ყოველი
მე იისფერი ნაკადული როცა გამკურნავს.
ფერებს იცვლიან პიესები ზეცის სარდევალს
ფერად ქოლგებში ინუსხება დროის გამები,
წვიმის აჩრდილზე უკოცნია მორიგ გარეწარს
რომლის სისველეს დღიურებში ვეთაყვანები.
არა! არ მინდა უკვდავება ნუღარ მისურვებთ
მიწიერებას ვალსი სურდა ბოტბის მხარეში,
ცა ჩამოწვება მიწის ფონზე ზეცა იქუხებს
რომ გათოვდება სიყვარული სიყრმის მკლავებში.
მე ვერ შეგიცვლით ვერასოდეს არსთა იერით
გამონათებას დაბნელების ყოფით კარიბჭეს,
ბოთლში არ ვცხოვრობ რომ მიპოვნოთ ალადინებით
თამამად ვტოვებ ამადეუსს ყოფას წამიერს.
ქარებს მოსწყინდათ უსახური ბედის განგება
შეუმჩნეველი რომ გამხდარა სიმფონიები,
როდის იფეთქებს სიბნელეში გამონათება
რომ საფეთქელზე დავიბჯინო ცხელი ტყვიები.
ჩვენ ერთ ენაზე არ ვსაუბრობთ მოდას აყოლილ
შემოქმედებით ვულკანებზე ცარომ იცვლება,
საფეთქელს ვაბჯენ სიდიადეს უკვე გასროლილ
ლექსების წერით რომ უგონოდ გამოითვრება.
ისე ტოვებენ სანაპიროს ლურჯი გემები
ფერად სარეცელს უკვდავების ჟინი უჩნდება,
ეჰ სიყმაწვილევ სიბერისთვის არ მემეტები
როცა ნაოჭებს სიდიადე აღმოუჩნდება...
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев