თეთრი ღრუბლები ეწყო ბალიშებად
მყინვარი შანდლალ ედგა,შიგ მზე სანთლად ენთო
წყალობა უფლისა თურმე ყველას მისწვდა,
მიწის ყველა მკვიდრი თავისთან შეჰყარა,
გაშლილ ხელის გულზე ედო დედამიწა,
რომ კაცთა მოდგმისთვის გაეყო ქვეყანა.
მის წინ რიგში იდგნენ ზანგი თუ არაბნი
ფრანგი თუ... ვინ მოსთვლის ღვთის ნებას მინდობილთ,
ზოგს ველი არგუნა,ზოგს მთების ქარაფი,
ზოგს ცხელი უდაბნო,ზოგს ვრცელი მინდორი,
ზოგს მთა მოუწია,ზოგს მთის კალთები.
უფლის განაჩენი არ იყო სადაო.
მხოლოდ ამ გრძელ რიგში არ ჩანდნენ ქართველნი
რიგი და ქართველი? საიდან სადაო.
და როცა პირ წმინდად დარიგდა მთა ბარი
გოჯიც კი მიწისა არ დარჩა უბრალოდ,
უეცრად ჩვენები სად იყვნენ სად არა
წარუდგნენ და ჰკითხხეს : ჩვენ რა ვქნათ უფალო?
მიწის ამზომველნი სულს ძლივსღა ღაფავდნენ,
ფრიად დამაშვრალი ჩანდა თვით მეუფეც
განცვიფრდა: ვინა ხართ?სადა ხართ აქამდე?
მთელი დედამიწა გავყავი მე უკვე...
ქართველნი გახლავართ,
გავშალეთ ნაბდები...
შენი სადღეგრძელო თასებით დავცალეთ
რიგს ლხინი ვარჩიეთ,გაქეთ და გადიდეთ,
დაგვაგვიან ჰე ღმერთო მოწყალევ,
დავლოცეთ შენს მიერ შექმნილი სამყარო
მეუფევ მაღალო!
და რადგან ეს მიწა ყველას გაუყავი,
ცუდი თუ კარგი კუთხე გაეცი მთლიანად,
რა ვუყოთ ნუ სწუხართ,თქვენ კარგად იყავით,
ოღონდ დაგვიცალე ეს ერთი ფიალა.
...ალპებად,
ანდებად,
თუ კავკასიონის მთებად,
აიწნინ წარბები შეკრულნი...
სად დაგაბინაოთ?არ არის იოლი,
ასეთი ლამაზნი,მამაცნი,ერთგულნი...
სულ ყველა გავეცი,ბილიკი,ჭიუხვიც,
მარტო დავიტოვე პატარა წალკოტი,
იქ ქალთა დავბერტყე,სიტურფის,სიუხვის,
საჩემოდ სამოთხის ხეხილით ვამკობდი
მე ჩემთვის მინდოდა მზიური ქედები
და რადგან მიწის სხვა ნამცეცი არ არის...
ზეცაში ვიცხოვრებ ხოლო ეს ედემი
თქვენთვის დამითმია..დე,იყოს ალალი!
ასე წაბრძანდა ღმერთი ცათა შინა,
და ჩვენ დაგვიტოვა ღვთიური მთა ბარი
მიტომ საქართველოს რა არ გააჩნია,
ქუხს მის სიტურფის სიუხვის ამბავი.
http://server5.intermedia.ge/article_images/small/201802/2018022500374837332.gif-სთვის . http://images.google.ge/imgres?imgurl=http://server5.intermedia.ge/article_images/small/201802/2018022500374837332.gif&imgrefurl=http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/95277-%E1%83%A3%E1%83%98%E1%83%A6%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%97%E1%83%A3-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94-%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев