"
მე სურვილი მაქვს ერთობლივი ვწეროთ ლექსები
და ჩვენს ქორწილში მოვიწვიოთ სტუმრად ღმერთები,
მთის ფერდობებზე დავიდოთ ბინა,
იქ,სადაც ახლოს იქნებიან ჩვენთან ღმერთები.
სახლი ვაშენოთ ფერდობებზე უბრალო,ისლის,
მეზობლად გვყავდნენ ბუმბერაზი, სალი კლდეები,
მინდვრად გავშალოთ გვირილების ნაზი საწოლი
და სიყვარულის მოწმედ ვიხმოდ თავად ღმერთები.
ვწეროთ ლექსები სიყვარულზე,ერთგულებაზე,
თავად ღმერთები გავაოცოთ ჩვენი ლექსებით,
იქ წამიყვანე,მზე და მთვარე სადაც ხვდებიან,
ყოველ ალიონს დამიკრიფე ცისარტყელები.
გავკადნიერდეთ,მწვერვალებზე სამოთხე შევქმნათ,
შვილებს დავარქვათ სახელები ჩვენი მეფენის,
გრძნობა გვეწვია,რაღას ვუცდით,სამყარო შევძრათ,
ზეცა მოვხატოთ სიყვარულის თეთრი ფერებით.
მერე დავსხდეთ და ერთობლივი ლექსები შევთხზათ,
ერთად მოვხატოთ ეს სამყარო ჩვენი ფერებით,
აქედან ისე ახლოს ვართ ღმერთთან ,
რომ მოვინდომოთ ხელით შევწვდებით.
თეა ბარბაქაძე.
23.08.2018.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев