Предыдущая публикация
. .
რა უიმედოდ არ უნდა ვიყო,
ღვთიურ სასწაულს მაინც მოველი.
ვიცი დამიცავს, ვიცი დამლოცავს,
ეს კურთხეული სვეტიცხოველი.
უფლის ხმა მესმის სანთლის ჩურჩულში,
რა მოწიწებით რეკენ ზარები.
შენ დაიფარე ვინც კი მე მიყვარს,
სვეტიცხოველო გემუდარები.
რამდენ სიყვარულს დასწერე ჯვარი,
რამდენი გულის გსმენია ფიცი ...
გზას აცდენილი სწორ გზას წასულა,
რამდენ უშვილოს მიეცი შვილი.
სულ სხვა ძალა გაქვს სვეტიცხოველო,
დგახარ ურყევი,ვით ციხებურჯი .
ჩემი სამშობლოს ცათამპყრობელო,
მიეცი შვება,ვისაც კი უჭირს.
შენი ჯვრისა და მადლის მლოცველი,
მუხლს ვიყრი შენს წინ,-დიდება უფალს!
შენი რწმენა მაქვს, შენი იმედი,-
შენ შეგავედრებ შვილების სუნთქვას!
ია ნანეიშვილი
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев