რუსთავი2, სამედიცინო კორპორაცია ევექსი და ფორმულა კრეატივი წარმოგიდგენთ ახალ სერიალს “ხელოვნური სუნთქვა”
შოთა სასწრაფოს ექიმია, მარტოხელა მამა, რომელიც 11 წლის ქალიშვილთან, მელანოსთან ერთად ცხოვრობს. მამა-შვილის ურთიერთობა იდეალურია, თუმცა, მათ ბედნიერებას შავ ლაქად აწევს ახალგაზრდა დედის ტრაგიკული სიკვდილი.
მათ ცხოვრებაში ახალი ადამიანი შემოდის: თამუნა ჟურნალისტია, მწერლობაზე მეოცნებე, ძლიერი ახალგაზრდა ქალი, რომელიც შოთასა და მელანოს იდილიას თავდაყირა დააყენებს.
„ხელოვნური სუნთქვა“ გვიყვება გმირების დრამატიზმით, ვნებებით სავსე ისტორიას, სადაც სრულიად მოულოდნელი ბედნიერება ხშირად ენაცვლება სერიოზულ პრობლემებს.
აქ ერთმანეთს უპირისპირდება სასწრაფოს ექიმის გამუდმებული ბრძოლა სიცოცხლისათვის და მწერალი/ჟურნალისტი ქალის სურვილი, გამოიკვლიოს სხვების ცხოვრება, ამოხსნას მათი საიდუმლოებები.
მოახერხებენ თუ არა შოთა და თამუნა ახალი ცხოვრების დაწყებას? მოისურვებს თუ არა პატარა მელანო, მამის სიყვარული სხვას გაუყოს?
„ხელოვნური სუნთქვა“ დრამაა, სადაც არ არსებობს ერთმნიშვნელოვანი პასუხი კითხვაზე, რამდენის დათმობა შეუძლია ადამიანს ბედნიერებისათვის.
სერიალის რეჟისორია გიორგი ლიფონავა, სცენარის ავტორები: ქეთი დევდარიანი და დავით გაბუნია.
პროდიუსერები: ირაკლი საღინაძე, ზუკა გუმბარიძე, მიშა მშვილდაძე.
სამედიცინო კონსულტანტი: თინათინ გაგუა.
როლებს ასრულებენ: თორნიკე გოგრიჭიანი, ეკა დემეტრაძე, რუსკა ქარქაშაძე, ქეთი ცხაკაია, ანი ბებია, ეკა მჟავანაძე, დათო როინიშვილი და სხვები.