სასამართლო პროცესზე მაგდა პაპიძესა და მის დედამთილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ამის გამო მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე სასამართლო დარბაზიდან დროებით გაიყვანეს.
პროცესზე წარმოადგინეს გამოძიების მიერ ამოღებული ნივთმტკიცებები, რომელთა შორისაა მოკლული მამა-შვილის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სისხლით დასვრილი ზეწარი, ჩაქუჩი და სხვა ნივთები.