"არაფერი გვქონდა დამალული... ძალიან მოსიყვარულე მეუღლე იყო" - რას ჰყვება ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე ქმარსა და საყვარელ მამაკაცზე
ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს მოსამართლე და ნაფიცი მსაჯულები 9 თვის განმავლობაში განაჩენს გამოუტანენ. სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ წარმოადგინა ვერსია, რომლის მიხედვით 25 წლის პაპიძემ ქმარი და 5 წლის შვილი საყვარელ მამაკაცთან ახლაი ცხოვრების დაწყების მიზნით მიკლა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
როგორც ცნობილია, ბრალდებული წაყენებულ ბრალს დღემდე არ აღიარებს. მომდევნო სასამართლო პროცესზე დაიკითხება მისი მეგობარი მამაკაცი ოთარ ბერძენიშვილიც. ვინაიდან საქმე ძალიან რეზონანსულია და მის მიმართ დიდი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, ქართული მედია პროცესს აქტიურად აშუქებს. მათ შორისაა ტელეკომპანია "იმედიც", რომლის საკვირაო გადაცემა "იმედის დრო" მაგდა პაპიძის საქმეს სპეციალურ სიუჟეტს უძღვნის.
Показать еще
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше интересных видео и найти новых друзей.