ქართველი სამბისტების ანგარიშზე 4 ოქრო, 4 ვერცხლი და 4 ბრინჯაოს მედალია. აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონი გოგონებს შორის ისტორიაში პირველი ქართველი გახდა - ნინო ოძელაშვილმა (72) პირველობა არავის დაუთმო. ასევე ჩემპიონის ტიტული ვახტანგ ჩიდრაშვილმა (57), ნიკო კუციამ (82) და ბექა ბერძენიშვილმა (+100) მოიპოვეს.
ვეცხლის მედლების მფლობელები მინდია ლილუაშვილი (68), პაატა ღვინიაშვილი (90), ირინა ლეონიძე (80) და ელენე ქებაძე (+80) გახდნენ. ბრინჯაოს მედლებს კი გივი ნადარეიშვილი (52), დავით ლორიაშვილი (100), სალომე აბაშიძე (56) და თეონა სუხიტაშვილი (68) დასჯერდნენ.
მთავარი მწვრთნელის, ჯონდო მუზაშვილის ხელმძღვანელობით, ევროპის ჩემპიონატზე საქართველო 15 სპორტსმენით წარდგა, საიდანაც 6 გოგონა იყო.