დღეს ,11 ნოემბერს, ორგანიზაცია ,,დმანისელებმა“ ჩაატარა რიგით მე-3 ნარდის ჩემპიონატი, რომელშიც მონაწილეობდა უამრავი ადამიანი, როგორც ქალაქ დმანისიდან, ასევე დმანისის სოფლებიდან. დიდი კონკურენციის მიუხედავად, საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა: მე-3 ადგილი¬– ტარიელ ოქრიაშვილი, მე-2 ადგილი– მერაბ ასლანიშვილი; ხოლო შეჯიბრის გამარჯვებული გახდა ნოდარ ადუაშვილი. გამარჯვებულებს გადაეცათ სიგელები და ფულადი პრიზები. შეჯიბრი ნარდში უკვე რაიონში ტრადიციად იქცა, აქედან გამომდინარე, ჩვენი ორგანიზაცია კიდევ ბევრჯერ აპირებს ანალოგიური შეჯიბრებების ჩატარებას!