ტექსტი & მუსიკა : ხატია კუტივაძე
სიცივით სავსე მოვიდა ნოემბერი,
ალბათ ვერ გაათბობს ამ გულს ვერაფერი,
მე კი ისევ მახსოვს სითბო შენებური,
მაგრამ ცივ ქუჩებში მხოლოდ მელანდები..
იცი მე რა მიყვარს ?!
შენი ყველაფერი !
შენი გაღიმება სითბო შენებური
შენი სევდაც მიყვარს ეგეც შენებური
თითქოს რომ მალავ და
თავს რომ ვერ ერევი
იცი მენატრება ?!
სითბო ჩახუტებით
მერე კამათი და თითქოს გაბუტვები
მაგრამ ვერ ვეჩვევით თითქოს სიჩუმეს და
ვითომ ვუარობთ და მაინც ვერ
ვცილდებით
სიცივით სავსე მოვიდა ნოემბერი..
ვიცი ვერ გაათბობს ამ გულს ვერაფერი
რავქნა მენატრება სითბო შენებური
მაგრამ ცივ ქუჩებში მხოლოდ მელანდები ...