ასპინძაში სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლიან. მუნიციპალიტეტში სპეციალური კომისია დილიდან შეიქმნა. 12 მაისს მოსულმა უხვმა ნალექმა დაბის მოსახლეობას სერიოზული ზიანი მიაყენა. განადგურებულია სასოფლო--სამეურნეო სავრგულები, დატბორილია სახლები, დახოცილია შინაური ფრინველი.