ტექსტი: /თეო დემეტრაშვილი/(მოცე)
მუსიკა: / Xatia Kutivadze/
ახლა სულელივით მეღიმება,
ვიფიქობ, ოცნებებში გავიჭედე,
ალბათ კითხულობ და გეცინება,
როგორ თავხედურად დაგიჩემე.
თვალებს დამჩნევია უშენობა,
სულში ქაოსია გაბნეული,
ვიცი გადაიტან უჩემობას,
მე კი რითმები მაქვს არეული...
მახსოვს წამიერი გახელება,
ხელზე პირველად რომ მეამბორე,
შენი თვალები რომ მაღმერთებდა,
მაშინ ეგ ღიმილიც მისახსოვრე...
ახლა ყველაფერი შეიცვალა,
ჩვენ გზებს გავუყევით აღმა-დაღმა,
ერთ დროს ეგ თვალები შემიყვარდა,
დღეს კი მოგონებად გაავდარდა...
ხომ ვთქვი დამეტყოთქო უშენობა,
სულშიც ქაოსია გაბნეული.
მჯერა გადაიტან უჩემობას,
დავალ ასე-რითმებ არეული...
მუსიკა: / Xatia Kutivadze/
ტექსტი: /თეო დემეტრაშვილი/(მოცე)