Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
მამა გაბრიელის საფლავთან ერთად მისი მოძღვრის და ღირსი მამა იოანეს საფლავებიც გაიხსნება
საპატრიარქოში წმინდანების საფლავების გახსნასთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა. როგორც საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა , დეკანოზმა დავით შარაშენიძემ განაცხადა, 20 თებერვალს, 17:00 საათზე ბეთანიაში გაიხსნება მამა გაბრიელის მოძღვრის, ღირსი მამა გიორგი-იოანეს და ღირსი მამა იოანეს წმინდა ნაწილები და დასვენდება ბეთანიის მონასტრის ღვთისმშობლის შობის ტაძარში.
დეკანოზ დავით შარაშენიძის ინფორმაციით, იმავე დღეს 17:00 საათზე დაიწყება საზეიმო ლოცვა, ხოლო 24:00 საათზე საზეიმო წირვა ღამისთევით. წირვა-ლოცვა და პარაკლისები შემდეგ დღეებშიც აღესრულება.
22 თებერვალს 12:00 საათზე გაიხსნება სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში დაკრძალული ღირსი მამის, წმინდა გაბრიელ სალოსის წმინდა ნაწილები. "წმინდა ნეშტი ჯერ დასვენდება სამთავროს ფერიცვალების ტაძარში, ხოლო 18:00 საათზე გადასვენდება სვეტიცხოველში. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო ლოცვა დაიწყება შაბათს, 19:00 საათზე, ხოლო კვირას საზეიმო წირვა დაიწყება 10:00 საათზე. წირვა-ლოცვას წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღავლენს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი", - განაცხადა დავით შარაშენიძემ.
მისივე თქმით, 24 თებერვალს მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები გადმოსვენებული იქნება სამების საკათედრო ტაძარში, სადაც ერთი კვირის განმავლობაში იქნება დაბრძანებული და მრევლს საშუალება ექნება პატივი მიაგოს მას. შემდეგ კი იგი დაიკრძალება სამთავროს ფერიცვალების ტაძარში.
Показать еще
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше интересных видео и найти новых друзей.