Fandura (Zurab Barbaqadze) da Giorgi Shalvashvili - Mival Mivyvebi
ფანდურა (ზურაბ ბარბაქაძე) და გიორგი შალვაშვილი - მივალ მივყვები
====================================
მივალ მივყვები თეთრი გზებით მე ჩემს ფარასა
ბატკან ხელში მყავ და ვუმღერი იავნანასა,
იავნანინანასა.
მე საქართველოს სიყვარულის წყარო მწყურია
ჩემი საუნჯე ნაბადი და სალამურია,
ჩემი სალამურია.
სალამური ლერწმისა
სიყვარული სევდისა
ვმღერი მხოლოდ შენთვისა
ქალავ, ქალავ მზექალავ
შენი სახე დამდევს ყველგანა.
ჩემი სახლ-კარი მობიბინე მთა და მდელოა
ჩემი საუნჯე თვალხატულა საქართველოა,
ჩემი საქართველოა.
სალამური ლერწმისა
სიყვარული სევდისა
ვმღერი მხოლოდ შენთვისა
ქალავ, ქალავ მზექალავ
შენი სახე დამდევს ყველგანა.
მივალ მივყვები თეთრი გზებით მე ჩემს ფარასა
ბატკან ხელში მყავ და ვუმღერი იავნანასა,
იავნანინანასა.
====================================