შენ შორს წახვალ და
მეც მოვყვები შენს კვალს
აჩრდილად, შენ რომ წახვედი
მე იმ დღეებს კვლავ ვეფერები
ისევ მოველი შენს გამოსვლას
ფარდის ნიღბიდან, მქუხარე
ტაში რომ იქუხებს მერე
შორიდან, ჰო, მე შენ გელი
მოგელიან გულის ძახილით
შენ გამოჩენას ჩემი ყველა
"მე" რომ მოელის, გულის
სიღრმეში ისევ, ისე, ძლიერ
მეტკინა, შენ ისევ წახვალ
მე კი ისევ შენს ჩრდილს მოვყვები.