კურორტი მარტვილის რაიონის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთით, მდინარეების-ლებარდისა და ტეხურის სათავეებში, ზ.დ. 1500-1800 მ. სიმაღლეზე. მარტვილს 55 კმ-ითაა დაშორებული. ჩრდილოეთით ლენტეხის რაიონი ესაზღვრება, ჩრდილო აღმოსავლეთით-ცაგერის რაიონი, დასავლეთით-ჩხოროწყუს რაიონის ტყისა და საძოვრების ზონა.
ლებარდე ცნობილია ნახშირმჟავა-ჰიდროკარბონატულ-ნატრიუმ-კალციუმ-რკინის შემცველი სამკურნალო წყლებით. ლებარდის მინერალური წყლისშემადგენლობა დადებითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის დაავადებების-მეორადი ანემიის, ქრონიკული გასტრიტის, ქრონიკული კოლიტის, ნაწლავების მოტორული ფუნქციის მოშლის, ღვიძლისა დანაღვლის სადინარი გზების ქრონიკული ანთების, შარდის ბუშტისა და შარდსადინარი გზების ქრონიკული ანთებების, გულ-სისძარღვთა დაავადებების, ფილტვისა და სხვა ორგანოთა ტუბერკულოზის დროს