ცრემლები და ემოციები თეატრის სცენაზე..
ლალი შიუკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაოდ რვა წლის წინ წავიდა. იგი საქართველოში ისე დაბრუნდა, რომ მისმა ვაჟმა ამის შესახებ არაფერი იცოდა.
მსახიობ ნიკა ფაიქრიძეს, რომელსაც ემიგრაციაში მყოფი დედა რვა წელია არ უნახავს, ოცნება აუხდა.
დედამ შვილს სიურპრიზი მოუწყო და სპექტაკლზე მიაკითხა. რასაც ემოციების გარეშე არ ჩაუვლია.