„ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გურამ მისაბიშვილის სოფელ გეჯეთის მოსახლეობასთან შეხვედრისას, ადგილობრივ მცხოვრებლებს ლია თურქიასა და ავთანდილ ბერაიას სოფლის გამგებელმა ზურაბ ბჟალავამ და მისმა მეუღლემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ავთანდილ ბერაიას განცხადებით, ბჟალავა მას პოლიციის გამოძახებითა და პასუხისგებაში მიცემითაც დაემუქრა.