შესასვლელში იყო განთავსებული აბრა, სადაც მაღაზიის და ყიდვის წესები იყო აღწერილი:
1. თქვენ შეგიძლიათ ესტუმროთ მაღაზიას მხოლოდ ერთხელ!
2. მაღაზიაში 6 სართულია, მამაკაცების ხარისხი იზრდება სართულის ნომრის მიხედვით.
3. თქვენ შეგიძლიათ აარჩიოთ ნებისმიერი მამაკაცი, რომელიმე სართულზე, ან ახვიდეთ ზედა სართულზე.
4. ქვედა სართულზე დაბრუნება აკრძალულია.
ერთმა ქალმა გადაწყვიტა სტუმრებოდა სწორედ ამ "ქმრების მაღაზიას", რომ ეყიდა თავისი მეორე ნახევარი. წაიკთხა პირველ სართულზე შესასვლელში აბრა: "კაცები, რომლებიც მუშაობენ", – იგი მაშინვე მეორე სართულზე გაემართა. აბრა მეორე სართულზე: "კაცები, რომლებიც მუშაობენ და უყვართ ბავშვები". ქალი წავიდა მესამე სართულზე, აბრა: "კაცები, რომლებიც მუშაობენ, უყვართ ბავშვები და ძალიან ლამაზები", "რა მაგარია" – გაიფიქრა ქალმა და წავიდა მეოთხე სართულზე. აბრა მეოთხე სართულზე: "კაცები, რომლებიც მუშაობენ, უყვართ ბავშვები, ძალიან ლამაზები და ეხმარებიან დიასახლისობაში". "დაუჯერებელია!" – წამოიყვირა ქალმა – "მიჭირს თავის შეკავება!" მაგრამ, მაინც წავიდა მეხუთე სართულზე. წარწერა მეხუთე სართულზე: "კაცები, რომლებიც მუშაობენ, უყვართ ბავშვები, ძალიან ლამაზები , ეხმარებიან დიასახლისობაში და ძალიან რომანტიულები." ქალს ძალიან უნდოდა დარჩენილიყო ამ სართულზე და აერჩია მამაკაცი, მაგრამ მან მაინც დაძლია საკუთარი სურვილები და წავიდა შემდეგ სართულზე. და მეექვსე სართულზე წაიკითხა წარწერა: "თქვენ ამ სართულზე ხართ სტუმარი № 31456102, აქ კაცები არ არიან, ეს სართული არსებობს მხოლოდ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ, რომ ქალების სურვილებს არ აქვს საზღვარი.
#новости
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 13
magaria naxet
http://www.youtube.com/watch?v=-DkGWAbQptQ