''
___________________________________________________
ცნობილი მსახიობი კადირ დოგულუ მონაწილეობას იღებს ახალ სერიალში ''Bana Sevmeyi Anlat''. ახალ ინტერვიუში მსახიობმა ისაუბრა ოჯახურ ცხოვრებაზე, ნესლიჰანთან ურთიერთობაზე და სამომავლო გეგმებზე.
-თქვენ და თქვენი მეუღლე ცნობილი მსახიობები ხართ. თქვენ არ გაშინებთ ის ფაქტი, რომ გულშემატკივრები იფიქრებენ იმას, რომ ''მამაკაცის ჩემი იდეალი, არავის უნდა ეკუთვნოდეს!'' რადგან ბევრი თვლის, რომ სიმპათიურმა მამაკაცმა იმიჯი რომ შეინარჩუნოს თავისუფალი უნდა იყოს. თქვენ არ გეშინიათ თაყვანისმცემლების დაკარგვისა?
-მე ერთი წუთითაც არ მიფიქრია ამაზე. რა თქმა უნდა, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მაყურებელი მაფასებდეს და ვუყვარდე მე, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ ჩემი დაქორწინება რაიმეთი აისახება ჩემს პოპულარობაზე. მე ვთვლი, რომ ეს უბრალოდ ცრურწმენაა.
-პირველ დილას ქორწილის შემდეგ...რას გრძნობდით?
-მე ვგრძნობდი, რომ მე და ნესლიჰანიმი აბსოლუტრად სწორად მოვიქეცით. მე შინაგანად თავს მშვიდად და კმაყოფილად ვგრძნობდი. ჩემმა ცხოვრებამ მნიშვნელობა შეიძინა. თუ მე მეცოდიენებოდა, რომ დაქორწინება ასეთი მაგარია, მე დავქორწინდებოდი ნესლიჰანზე უკვე რამდენიმე წლის წინ!
-თქვენი ურთიერთობა დაიწყო სერიალ ''Fatih Harbiye-ის'' გადაღებების დროს. ონურ სალაკი და ტუბა ბუიუკუსტუნი, ჰალიტ ერგენჩი და ბერგიუზარ კორელი...ახლა უკვე თქვენ და ნესლიჰანი...რაშია წყვილების საიდუმლო, რომლებიც პოულობენ თავიანთ სიყვარულს გადასაღებ მოედანზე?
-მე არ ვფიქრობ, რომ აქ მთელი საქმე გადაღებებშია. თქვენ არ შეგიძლიათ გააკონტროლოთ, როდესაც ბედისწერა სიყვარულს გჩუქნით. უცნობია, როდის და სად შეხვდებით ადამიანს, რომელიც მოგეწონებათ და თქვენი ბედი გახდება. თუ თქვენ გაგიმართლებთ, მაშინ გაიგებთ, რა არის ნამდვილი გრძნობა. მე არ ვფიქრობ, რომ თუ მაშინ ჩემი პარტნიორი იქნებოდა სხვა მსახიობი, მე ისიც შემიყვარდებოდა.
-თქვენ ერთი ნახვით შეგიყვარდათ?
-დიახ. თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორ მაცდურად შეიძლება გამოიყურებოდეს ნესლიჰანი! ამასთან ერთად ის ისეთი უმანკო და ნაზია. ის მოვიდა და მე დავიკარგე!
-როგორ შეგიძლიათ აღწეროთ თქვენი სიყვარული ნესლიჰანის მიმართ?
-მე შემიძლია მოვკვდე მის გამო!
-როგორ სთხოვეთ ნესლიჰანს ხელი?
-რაღაც დროის გასვლის შემდეგ, რაც ჩვენ ვხვდებოდით, მე მივხვდი, რომ მასზე მინდოდა დაქორწინება. მე მოვიწვიე ყველა ჩვენი მეგობარი, ახლობელი, ნაცნობი-ყველა ვისთანაც გვინდოდა ჩვენი ბედნიერების გაზიარება-და ვთხოვე ჩვენი სახლის ბაღში შეკრება. ამის შემდეგ მე ყველგან დავტოვე წერილები თუ სად უნდა შესულიყო და შემდეგ როგორ უნდა მოხვედრილიყო ბაღში. ნესლიჰანი ბაღში შევიდა და დაინახა ყველა სტუმარი, მე კი მათი თანდასწრებით ვთხოვე ხელი.
-თქვენ ორივე მსახიობები ხართ, განიხილვათ ხოლმე სახლში სცენარებს, სერიალებს, მსოფლიო კინოს?
-ჩვენი ურთიერთობა ძალიან მრავალფეროვანია. ჩვენ გვიყვარს კარგად გართობა, კინოში სიარული, ერთი წიგნის წაკითხვა ერთად. ახლა ჩვენ ვცდილობთ მეტი დროის გატარებას სახლში, რადგან ჩვენ ახალგაზრდები ვართ! ის მიმზადებს საჭმელს და ყველანაირად მანებივრებს.
-თქვენ ეჭვიანობთ, როდესაც თქვენს მეუღლეს უწევს ისეთ სერიალში მონაწილეობა, სადაც კოცნის სცენებია?
-ის ადამიანები ეჭვიანობენ, რომლებიც არ არიან დარწმუნებულნი საკუთარ პარტნიორში. ჩვენს საზოგადოებაში მიღებულია გაამართლონ მამაკაცები, რომლებიც ძალადობენ ქალებზე ეჭვიანობის გამო. მე მინდა მთელი ცხოვრება ნესლიჰანის გვერდით გავატარო, შევქმნა მომავალი მასთან ერთად. მე სრულიად ვენდობი მას, ვიცი, რომ ჭკვიანი ქალია. ამიტომაც მე ვერ წარმომიდგენია როგორ უნდა ვუთხრა მას: ''არ გააკეთო ეს, მე ეს არ მომწონს!'' ეს უცნაურიცაა.
#თუბა
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев