Предыдущая публикация
არც კი დაგაცდიან გაღიმებას...
თითქოს გუშინ იყო დაქალება,
თითქოს ახლა იწყებ დაღვინებას...
მაინც გეფიქრება, რომ ათასი
თვალი გზაზე აღარ მიგაცილებს...
უკვე დაწყებულა თოვა თმაში,
უკვე გენატრება სიყმაწვილე...
რა დრო გასულაო, დალოცვილი, -
იტყვი მოწყენით და დადინჯებით.
მაგრამ, სულაც არ ჩანს გამოცვლილი
იგი, ვინც გიყვარდა გაგიჟებით...
გულში ისევ სითბო იბევრებს და
რა დროს წლებიაო, - გაოცდები...
ჭირსაც წაუღია სიბერე და
თვალთან გაჩენილი ნაოჭები...
/ დათო ახლოური /
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1