Предыдущая публикация
მინდოდა შენი მოსვლა.
მაგრამ გონებამ მითხრა,
ის აღარ მოვა, მორჩა.
გამოვეკიდე ლოდინს,
ყველა დახარჯულ ნაწილს.
ამ სიყვარულის მორჩილს,
ახლა უღრუბლოდ მაწვიმს.
შენი ხელების მუხტი,
ახლაც ვიგრძენი თითქოს.
გეცეკვებოდი გუშინ,
დღეს კი უშენოდ ვცდილობ.
მომნატრებია ძლიერ,
მე შენი თმების მტვერი.
მინდა შევიგრძნო ისევ,
ჯადო მაგ შენი ყელის.
მოწამლული ვარ თითქოს,
შენი ტუჩების შხამით.
და რაც კი კოცნა იყო
მე ვერცერთს ვეღარ წავშლი.
ბედნიერების უკან,
შენ სიმართლე ხარ სევდის.
და თუ მე რამე მსურდა,
სულ ყველა იყო შენი.
ყველა სურვილი ახლაც,
შენამდე მოდის ურცხვად.
გელოდები, მაგრამ....
მოსვლა შენ აღარ გსურდა.
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев