Предыдущая публикация
წუთი,რომელმაც მომიხმო ოხვრა,
წინ მიდგას დედის თვალები მწველი,
დედა, რომელიც ქცეულა ლოცვად...
სანთელს დავუნთებ დაკარგულ სახეს,
სახეს, ვისგანაც სიცოცხლედ ვიქეც,
როგორ მჯეროდა, სხეული თბილი,
გადაარჩენდა იმედის ფიქრებს...
რამდენი სხივი ჩავუქრე თვალებს,
რამდენი წყენა ცრემლებად მოგწყდა,
როცა ოცნების ველურ ყვავილებს,
არ სურდათ წრფელი რჩევათა მოცდა...
შენში ყოფილა ეს რწმენააც, მუზაც,
ლექსიც, სიმღერაც და ფიქრთა წინსვლა,
მიუღწეველი მწვერვალის პყრობა,
ყველაზე ნათელ სხივებთან მისვლა..
თუმცა წახვედი... ჩემთან ხარ მაინც,
ეს შენმა მზერამ ამინთო მუზა,
კედლიდან მღიმარ სურათს ჩამოვხსნი-
შენ ცოცხალი ხარ, ცოცხალი მუდამ...
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1