ამჯერად ფიზიკის დარგის გამოყენებით განვაგრძობ 90-იან წლებში დაწყებულ ეზოთერულ კვლევას და ვეძებ მიზეზს, რა განაპირობებს უფლის მახვილის შემოსვლას დედამიწაზე. თანაც, უძველესი კოსმოგონიური ცოდნიდან გამომდინარე, ის სანუკვარი ზეციალი საქართველოს არეალს შემოლეწავს.
პირადი მოსაზრებით, საერთაშორისო მოსახლეობის რაც უფრო დიდი ნაწილი წინდაწინ შეიტყობს მოსალოდნელი ზე-პროცესის ამბავს, დარჩენილი წლების განმავლობაში შიშის ოდენობა თანდათან შემცირდება, ამით ზეციალის ქართულ მიწასთან განმუხტვის სიმძლავრე შესუსტდება, რითაც არის შანსი, რომ ამ მოვლენამ შედარებით იოლი ფორმით ჩაიაროს. მაგრამ, რაკი ჩვენმა ტელეკომპანიებმა წაიყრუეს, ეს დოკუმენტური ფილმი დაბლოკეს და ხალხმა ამის თაობაზე ვერაფერი შეიტყო, ე.ი. კოსმიური განმუხტვის პროცესი იქნება ძალიან ძლიერი, შედეგი – სავალალო!!! ასე რომ, დანარჩენებს ისღა დაგვრჩენია, ამ ვიდეონაწარმოების ბმული ჩვენ მაინც გავავრცელოთ, რათა ბევრმა ნახოს, რითაც შეძლებისდაგვარად ქართულ მიწა-წყალს და პირად ოჯახს გადავარჩენთ.
პატივისცემით,
ეზოთერიკოსი მწერალი
გივი ალაზნისპირელი https://www.youtube.com/watch?v=XjCz9tfJJbU&t=544s
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев