ინგრიდიენტები
200გრ შაქარი
140 გრ კარაქი
200 გრ შავი შოკოლადი
3 კვერცხი
1ჩ.კ გამაფხვიერებელი (ან 1/2 ჩ.კ სოდა)
100გრ ფქვილი
2 ჩ.კ ხსნადი ყავა
1,5 ს.კ. კაკაო
3 ს.კ არაჟანი
300 მლ 35% (ან მეტი) ნაღები
100 გრ თეთრი შოკოლადი
მომზადების წესი
ყავა გავხსნათ 2-3 ს.კ ადუღებულ წყალში.
140 გრ შოკოლადი, კარაქი და ყავის მასა ერთად გავადნოთ.
კვერცხი გავთქვიფოთ 180 გრამ შაქართან და არაჟანთან, შევურიოთ შოკოლადიანი მასა, შემდეგ დავაცრათ ფქვილი+გამაფხვიერებელი და კაკაო. ფრთხილად ავურიოთ.
გაცხიმულ ფორმაში ჩავასხათ ცომი და გამოვაცხოთ 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, დაახლოებით 30-40 წუთი, მზაობა შეამოწმეთ ჩხირით.
კრემი: 200მლ გამთბარ ნაღებში ჩაყარეთ დამტვრეული თეთრი შოკოლადი და გაადნეთ, გააციეთ და შედგით მაცივარში რამდენიმე საათი (მინიმუმ 2 სთ), შემდეგ გათქვიფეთ კრემის კონისტენციამდე.
ბისკვიტი გაჭერით 2-ად ( ან 3-ად, თუ მაღალია) წაუსვით კრემი ყველა ფენას და შედგით მაცივარში.
დარჩენილი შოკოლადი, შაქარი და ნაღები გაადნეთ, ოდნავ გააგრილეთ და მოასხით ტორტს.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев