1 ცალი კვერცხი
1⁄4ჭიქა შაქარი
მწიკვი მარილი
2 ს/კ დაუმტკბარი კაკაოს ფხვნილი
30 გრამი დამდნარი კარაქი
1 ს/კ მცენარეული ზეთი
1⁄8ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
1 ს/კ ქოქოსის ფანტელები*
11⁄2ს/კ შოკოლადის ნატეხები*
2 ს/კ თხლად დაჭრილი მოხალული ნუში
3 ს/კ რძე
1⁄4ჭიქა ფქვილი
1⁄4ჩ/კ გამაფხვიერებელი
1⁄4ჩ/კ შაქრის პუდრა
1⁄4ჩ/კ დაუმტკბარი კაკაოს ფხვნილი
1
ჩატეხეთ ჯამში კვერცხი. ჩაუმატეთ შაქარი, მწიკვი მარილი, კაკაოს ფხვნილი, დამდნარი კარაქი, მცენარეული ზეთი და ვანილის ექსტრაქტი. გათქვიფეთ მსუბუქად, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ ჩაუმატეთ თხლად დაჭრილი მოხალული ნუში და რძე. სურვილისამებრ* ჩაუმატეთ ქოქოსის ფანტელები და გახეხილი შოკოლადი, ან სხვა მსგავსი ინგრედიენტ(ებ)ი. შეურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
2
შეურიეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი ერთმანეთს. შემდეგ ჩაუმატეთ შოკოლადის მასას და შეურიეთ მსუბუქად, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე(ურიეთ მანამ, სანამ მშრალი ფქვილი ხილვადია, ნუ გადაამეტებთ).
3
გადაანაწილეთ თხევადი ცომი ორ ცალ ყავის ჭიქაში და მაგიდაზე მსუბუქად დააბრახუნეთ, რათა ჰაერის ბუშტუკები მოშორდეს. შედგით მიკროტალღოვან ღუმელში 45 წამით, მაქსიმალურ სიმძლავრეზე. ბოლო 10-15 წამის განმავლობაში ნამცხვრები მასაში მოიმატებს.
4
გააცივეთ 2-3 წუთის განმავლობაში, მოაყარეთ 1/4 ჩაის კოვზი შაქრის პუდრა, 1/4 ჩაის კოვზი დაუმტკბარი კაკაოს ფხვნილი და გემრიელად მიირთვით!
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев