5 ცალი კვერცხი
100 გრამი შაქარი
100 გრამი კარაქი
100 გრამი შოკოლადი
3 ს/კ კონიაკი
3 ს/კ კაკაოს ფხვნილი
200 გრამი ნიგოზი
1
გაადნეთ შოკოლადი თასში კარაქთან ერთად და ჩაუმატეთ კონიაკი. დატოვეთ დაბალ ცეცხლზე დუღილის მანიშნებელ პირველ ბუშტამდე. შემდეგ გადადგით გასაცივებლად.
2
გააცალკევეთ კვერცხის გულები ცილისგან. საშუალო ზომის თასში გათქვიფეთ კვერცხის ცილა 50 გრამ შაქართან, რომ მიიღოთ ბეზე. ამისათვის გამოიყენეთ მიქსერი, თქვეფა ჯერ დაიწყეთ საშუალო სიჩქარით და მერე გადართეთ სწრაფზე.
3
დიდი ზომის თასში კვერცხის გულები სწრაფი სიჩქარით გათქვიფეთ დარჩენილ 50 გრამ შაქართან 5 წუთის განმავლობაში. ჩაუმატეთ შოკოლადის მასა და განაგრძეთ თქვეფა. შემდეგ ფრთხილად ჩაუმატეთ ცილოვანი მასა და შეურიეთ. ბოლოს დაუმატეთ კაკაოს ფხვნილი, თხლად დაჭრილი ნიგოზი(სურვილისამებრ გადაინახეთ ცოტა გასაფორმებლად) და კარგად შეურიეთ.
4
შოკ-მანჟე გადაიტანეთ ჭიქებში და შედგით მაცივარში 2-3 საათით. მირთმევამდე მოაყარეთ ნიგოზი ან შოკოლადის ნატეხები.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев