55 გრამი კარაქი
2⁄3ჭიქა ყავისფერი შაქარი
31/2 ს/კ (50მლ) რომი
1⁄2ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
1⁄2ჩ/კ დაფქული დარიჩინი
3 ცალი ბანანი
1⁄4ჭიქა დაქუცმაცებული ნიგოზი
265 გრამი ვანილის ნაყინი
1
გაფცქვენით ბანანები, გაჭერით სიგრძეზე და შემდეგ სიგანეზე, შუაში.
2
დიდი ზომის ტაფა დადგით საშუალო ცეცხლზე და გაადნეთ კარაქი. შემდეგ მოათავსეთ მასში ყავისფერი შაქარი, მოასხით რომი და ვანილის ექსტრაქტი. ჩაუმატეთ დარიჩინიც და მოურიეთ. დაელოდეთ, სანამ ეს მასა ბუშტებს არ გაიკეთებს.
3
მოათავსეთ ბანანები ტაფაში და მოაყარეთ ნიგოზი. აცხვეთ თითოეული მხრიდან 1-2 წუთის განმავლობაში. ამასობაში გადაანაწილეთ ნაყინი ოთხ ცალ ფიალაში. შემდეგ თითოეულში ჩაამატეთ სამ-სამი მომზადებული ბანანი და მოასხით ტაფაში დარჩენილი სოუსი. გემრიელად მიირთვით მალევე, სანამ ნაყინი გადნება.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев