ფქვილი100 გ
კარაქი60 გ
წყალი150 მლ
კვერცხი3 ცალი
შაქარი1 ჩ/კ
მარილი0,5 ჩ/კ
კრემი:
რძე1 ჭიქა
კვერცხის გული3 ცალი
სახამებელი1 ს/კ
ფქვილი1 ჩ/კ
შაქარი2/3 ჭიქა
ხსნადი ყავა1 ჩ/კ
მაღალპროცენტიანი ნაღები150-200 მლ
ვანილი
შოკოლადის მინანქარიან შაქრის პუდრა გასაფორმებლად
ტაბულა
1234
მომზადების წესი:
ქვაბში ჩავასხათ წყალი, დავუმატოთ შაქარი, კარაქი, მარილი და გავაცხელოთ. როცა ადუღდება და კარაქი გადნება, ერთბაშად დავუმატოთ ფქვილი და ხის კოვზით ვურიოთ.
ცომი ქვაბის კედლებზე თხელ აპკს რომ გაიკეთებს და შეიკვრება, გადმოვდგათ ცეცხლიდან და მაშინვე შევათქვიფოთ 1 კვერცხი. ცომი ოდნავ რომ გაგრილდება, დანარჩენი კვერცხიც შევათქვიფოთ. თუნუქის ფურცელზე დავაფინოთ პერგამენტი, წავუსვათ ცოტაოდენი ცხიმი და ზედ კოვზით ან საკონდიტრო ტომრით მოვათავსოთ ცომის ბურთულები ( 8-10 ცალი), შევდგათ საშუალო ტემპერატურაზე გახურებულ ღუმელში და გამოვაცხოთ.
როცა შუები აფუვდება და ფორმას ჩამოყალიბებულ მიიღებს, ტემპერატურას ცოტა დავუწიოთ და ისე გამოვაცხოთ ბოლომდე.
რძე, კვერცხის გულები, შაქარი, ფქვილი და ყავა ერთად ავთქვიფოთ, დავდგათ დაბალ ცეცხლზე და მუდმივი მორევით მოვხარშოთ კრემი, ბოლოს დავუმატოთ ვანილი და გავაცივოთ. ცივ კრემს შევათქ ვიფოთ ცალკე გათქვეფილი ცივი ნაღები.
შუებში კრემი შეგვიძლია მოვათავსოთ საკონდიტრო ტომრით. ასევე შეგვიძლია გავჭრათ და ისე ჩავდოთ კოვზით. მზა ნამცხვარს მოვაყაროთ შაქრის პუდრი ან მოვასხათ შოკოლადის მინანქარი.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев