ვიცი, რასაც ახლა დავწერ, ბევრს სასაცილოდ არ ეყოფა, ბევრი კი დაფიქრდება. უფრო მოკლედ არ გამოვიდა, ვისაც წაკითხვა გეზარებათ, გვერდი აუარეთ. ისე გამოდის, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოდან წასვლის შემდეგ ენმ-ის ლიდერშიპის აწ უკვე ყოფილი წევრები რეალობას კი არა, აპოკალიფსს უხატავდნენ - ეუბნებოდნენ, რომ ის უკვე არაპოპულარულია არამარტო რიგით ამომრჩეველში, თვით ენმ-ის მხარდამჭერებს შორისაც, რომ განზე უნდა გადგეს, რომ პარტიისთვის ტვირთია და ასე შემდეგ. რასაკვირველია, სააკაშვილს ალტერნატიული წყაროებიც ეყოლებოდა, მაგრამ უამრავი გარე ფაქტორის გამო, ქვეყნიდან იძულებით მოწყვეტის გამო, დევნის გამო, უკრაინაში თავზესაყრელი საქმეების გამო, შესაძლოა, რაღაც დოზით ხელიც ჩაიქნია, შესაძლოა, დახატულ სურათს შეეგუა კიდეც ნაწილობრივ და ამით აიხსნება ისიც, რომ სიაც არასწორად დაკომპლექტდა, "ევროპული საქართველოს" სათადარიგო პლატფორმად მომზადებაც მოხდა, რეგიონების შტაბებში კი საეჭვო ხალხი გაჩნდა და სააკაშვილს ეს
...Ещё
ვიცი, რასაც ახლა დავწერ, ბევრს სასაცილოდ არ ეყოფა, ბევრი კი დაფიქრდება. უფრო მოკლედ არ გამოვიდა, ვისაც წაკითხვა გეზარებათ, გვერდი აუარეთ. ისე გამოდის, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოდან წასვლის შემდეგ ენმ-ის ლიდერშიპის აწ უკვე ყოფილი წევრები რეალობას კი არა, აპოკალიფსს უხატავდნენ - ეუბნებოდნენ, რომ ის უკვე არაპოპულარულია არამარტო რიგით ამომრჩეველში, თვით ენმ-ის მხარდამჭერებს შორისაც, რომ განზე უნდა გადგეს, რომ პარტიისთვის ტვირთია და ასე შემდეგ. რასაკვირველია, სააკაშვილს ალტერნატიული წყაროებიც ეყოლებოდა, მაგრამ უამრავი გარე ფაქტორის გამო, ქვეყნიდან იძულებით მოწყვეტის გამო, დევნის გამო, უკრაინაში თავზესაყრელი საქმეების გამო, შესაძლოა, რაღაც დოზით ხელიც ჩაიქნია, შესაძლოა, დახატულ სურათს შეეგუა კიდეც ნაწილობრივ და ამით აიხსნება ისიც, რომ სიაც არასწორად დაკომპლექტდა, "ევროპული საქართველოს" სათადარიგო პლატფორმად მომზადებაც მოხდა, რეგიონების შტაბებში კი საეჭვო ხალხი გაჩნდა და სააკაშვილს ეს გამოეპარა.
მაგრამ მოხდა ის, რაც ყოფილმა ლიდერშიპმა ვერ გაითვალისწინა: ინერტული წინასაარჩევნო სტარტის გამო, არჩევნების დღეს არასათანადო მობილიზაციის გამო, ენმ-ს დამკვირვებელთა პასიურობის გამო, არჩევნების შემდეგ დაწყებული სააკაშვილის კრიტიკის გამო ხალხმა შეკითხვების დასმა დაიწყო და ამ შეკითხვებმა არჩევნების ღამესვე წალეკა ინტერნეტი, ეს შეკითხვები და ეჭვები რისხვად დაატყდა თავს ლიდერშიპსაც (მახსოვს, უხერხულადაც კი მეჩვენებოდა ეს ეჭვიანი შეკითხვები ლიდერებისადმი და ვბრაზდებოდი - ხალხმა ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო და რას ერჩიან-მეთქი, თურმე, როგორ ვცდებოდი).
მათ კომპენსაცია სცადეს 8 ოქტომბრის ღამეს, ცესკოსთან, სცადა თვით ბოკერიამაც კი, როცა თქვა, რომ პარლამენტში მათი შესვლის ილუზია ნურავის ექნებოდა, მაგრამ ამისგანაც ვერაფერი გამოდნა - ერთი სანდო პირი მიყვებოდა, როგორ დაურეკეს იმ ღამით, ცესკოსთან გამოდი და ხალხი წამოიყვანეო და როცა ამან უთხრა, 80-დე კაცთან ერთად ვარ ახლა და ყველას წამოვიყვანო, იქედან უთხრეს, მაგდენი არაა საჭირო, 10-15 კაცი წამოიყვანეო...
ანუ, ეს ყველაფერი იყო თამაში, ყველაფერი იყო ბლეფი: სინამდვილეში ენმ-ს უნდა წაეგო, რასაკვირველია, უნდა წაეგო სანდრასაც, თორემ მერე გამოვიდოდა, რომ მიშას ფაქტორი მართლაც გადამწყვეტ როლს თამაშობს...
საბოლოოდ ასეც მოხდა: დუმილის, ინერტულობის ფონზე წაგვაგებინეს და როცა სააკაშვილმა კარგად დაინახა, სინამდვილეში რას ფიქრობს ხალხი, სინამდვილეში ენმ-ს რამდენი მომხრე და აქტივისტია მზად, თანადგომა გამოუცხადოს და ხმამაღლა თქვას, რომ ბელადი კი არა, ლიდერი ჰყავთ და ეს ლიდერი მიხეილ სააკაშვილია, ისევ მოვიდა ბრძოლის იშტაზე და, რასაკვირველია, ხალხის მხარეს დადგა - თავისივე გუნდის ყოფილი წევრებისგან მოითხოვა პასუხები ლეგიტიმურ კითხვებზე, რაზეც მივიღეთ გაღმა შედავება და ის ცნობილი ეპითეტები, რაც მივიღეთ...
სიმართლე უნდა ითქვას, რაც არ უნდა მწარედ ჟღერდეს ის - არსებობდა პარტიის ახევის გეგმა "ა" და არსებობდა "გეგმა ბ" - "ევროპული საქართველოს" სახით.
გეგმა "ა" ჩავარდა. გეგმა "ბ" მალე ჩავარდება. ენმ-სთვის კი ისე გამოვიდა, რომ ზოგი ჭირი მართლაც მარგებელია.
როცა სააკაშვილზე, როგორც ჯართზე და ტვირთზე ისაუბრებთ, არც ის დაივიწყოთ, რამდენი ენმ-ს არამხარდამჭერი ამბობს, ვისთან ურთიერთობის გამოც სააკაშვილს ვერ ვიტანდი, ენმ-დან ყველა წავიდაო...
Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
Кандидат в президенты Украины Анатолий Гриценко в случае победы на выборах намерен выдать паспорт гражданина Украины бывшему президенту Грузии и губернатору Одесской области Михаилу Саакашвили
Губернатор Токио Ёити Масудзоэ подал в отставку из-за обвинений в том, что он использовал бюджетные средства для оплаты отпусков и комиксов для своих детей.
Комментарии 9
ვიცი,
...Ещёრასაც ახლა დავწერ, ბევრს სასაცილოდ არ ეყოფა, ბევრი კი დაფიქრდება. უფრო
მოკლედ არ გამოვიდა, ვისაც წაკითხვა გეზარებათ, გვერდი აუარეთ.
ისე გამოდის, რომ მიხეილ
სააკაშვილს საქართველოდან წასვლის შემდეგ ენმ-ის ლიდერშიპის აწ უკვე
ყოფილი წევრები რეალობას კი არა, აპოკალიფსს უხატავდნენ - ეუბნებოდნენ, რომ
ის უკვე არაპოპულარულია არამარტო რიგით ამომრჩეველში, თვით ენმ-ის
მხარდამჭერებს შორისაც, რომ განზე უნდა გადგეს, რომ პარტიისთვის ტვირთია და
ასე შემდეგ.
რასაკვირველია, სააკაშვილს ალტერნატიული წყაროებიც
ეყოლებოდა, მაგრამ უამრავი გარე ფაქტორის გამო, ქვეყნიდან იძულებით
მოწყვეტის გამო, დევნის გამო, უკრაინაში თავზესაყრელი საქმეების გამო,
შესაძლოა, რაღაც დოზით ხელიც ჩაიქნია, შესაძლოა, დახატულ სურათს შეეგუა
კიდეც ნაწილობრივ და ამით აიხსნება ისიც, რომ სიაც არასწორად დაკომპლექტდა,
"ევროპული საქართველოს" სათადარიგო პლატფორმად მომზადებაც მოხდა,
რეგიონების შტაბებში კი საეჭვო ხალხი გაჩნდა და სააკაშვილს ეს
ვიცი,
რასაც ახლა დავწერ, ბევრს სასაცილოდ არ ეყოფა, ბევრი კი დაფიქრდება. უფრო
მოკლედ არ გამოვიდა, ვისაც წაკითხვა გეზარებათ, გვერდი აუარეთ.
ისე გამოდის, რომ მიხეილ
სააკაშვილს საქართველოდან წასვლის შემდეგ ენმ-ის ლიდერშიპის აწ უკვე
ყოფილი წევრები რეალობას კი არა, აპოკალიფსს უხატავდნენ - ეუბნებოდნენ, რომ
ის უკვე არაპოპულარულია არამარტო რიგით ამომრჩეველში, თვით ენმ-ის
მხარდამჭერებს შორისაც, რომ განზე უნდა გადგეს, რომ პარტიისთვის ტვირთია და
ასე შემდეგ.
რასაკვირველია, სააკაშვილს ალტერნატიული წყაროებიც
ეყოლებოდა, მაგრამ უამრავი გარე ფაქტორის გამო, ქვეყნიდან იძულებით
მოწყვეტის გამო, დევნის გამო, უკრაინაში თავზესაყრელი საქმეების გამო,
შესაძლოა, რაღაც დოზით ხელიც ჩაიქნია, შესაძლოა, დახატულ სურათს შეეგუა
კიდეც ნაწილობრივ და ამით აიხსნება ისიც, რომ სიაც არასწორად დაკომპლექტდა,
"ევროპული საქართველოს" სათადარიგო პლატფორმად მომზადებაც მოხდა,
რეგიონების შტაბებში კი საეჭვო ხალხი გაჩნდა და სააკაშვილს ეს გამოეპარა.
მაგრამ მოხდა ის, რაც ყოფილმა ლიდერშიპმა ვერ გაითვალისწინა: ინერტული
წინასაარჩევნო სტარტის გამო, არჩევნების დღეს არასათანადო მობილიზაციის
გამო, ენმ-ს დამკვირვებელთა პასიურობის გამო, არჩევნების შემდეგ დაწყებული
სააკაშვილის კრიტიკის გამო ხალხმა შეკითხვების დასმა დაიწყო და ამ
შეკითხვებმა არჩევნების ღამესვე წალეკა ინტერნეტი, ეს შეკითხვები და ეჭვები
რისხვად დაატყდა თავს ლიდერშიპსაც (მახსოვს, უხერხულადაც კი მეჩვენებოდა
ეს ეჭვიანი შეკითხვები ლიდერებისადმი და ვბრაზდებოდი - ხალხმა ყველაფერი
გააკეთა, რაც შეეძლო და რას ერჩიან-მეთქი, თურმე, როგორ ვცდებოდი).
მათ კომპენსაცია სცადეს 8 ოქტომბრის ღამეს, ცესკოსთან, სცადა თვით
ბოკერიამაც კი, როცა თქვა, რომ პარლამენტში მათი შესვლის ილუზია ნურავის
ექნებოდა, მაგრამ ამისგანაც ვერაფერი გამოდნა - ერთი სანდო პირი მიყვებოდა,
როგორ დაურეკეს იმ ღამით, ცესკოსთან გამოდი და ხალხი წამოიყვანეო და როცა
ამან უთხრა, 80-დე კაცთან ერთად ვარ ახლა და ყველას წამოვიყვანო, იქედან
უთხრეს, მაგდენი არაა საჭირო, 10-15 კაცი წამოიყვანეო...
ანუ, ეს
ყველაფერი იყო თამაში, ყველაფერი იყო ბლეფი: სინამდვილეში ენმ-ს უნდა
წაეგო, რასაკვირველია, უნდა წაეგო სანდრასაც, თორემ მერე გამოვიდოდა, რომ
მიშას ფაქტორი მართლაც გადამწყვეტ როლს თამაშობს...
საბოლოოდ ასეც
მოხდა: დუმილის, ინერტულობის ფონზე წაგვაგებინეს და როცა სააკაშვილმა
კარგად დაინახა, სინამდვილეში რას ფიქრობს ხალხი, სინამდვილეში ენმ-ს
რამდენი მომხრე და აქტივისტია მზად, თანადგომა გამოუცხადოს და ხმამაღლა
თქვას, რომ ბელადი კი არა, ლიდერი ჰყავთ და ეს ლიდერი მიხეილ სააკაშვილია,
ისევ მოვიდა ბრძოლის იშტაზე და, რასაკვირველია, ხალხის მხარეს დადგა -
თავისივე გუნდის ყოფილი წევრებისგან მოითხოვა პასუხები ლეგიტიმურ
კითხვებზე, რაზეც მივიღეთ გაღმა შედავება და ის ცნობილი ეპითეტები, რაც
მივიღეთ...
სიმართლე უნდა ითქვას, რაც არ უნდა მწარედ ჟღერდეს ის -
არსებობდა პარტიის ახევის გეგმა "ა" და არსებობდა "გეგმა ბ" - "ევროპული
საქართველოს" სახით.
გეგმა "ა" ჩავარდა.
გეგმა "ბ" მალე ჩავარდება.
ენმ-სთვის კი ისე გამოვიდა, რომ ზოგი ჭირი მართლაც მარგებელია.
როცა სააკაშვილზე, როგორც ჯართზე და ტვირთზე ისაუბრებთ, არც ის დაივიწყოთ,
რამდენი ენმ-ს არამხარდამჭერი ამბობს, ვისთან ურთიერთობის გამოც
სააკაშვილს ვერ ვიტანდი, ენმ-დან ყველა წავიდაო...
სააკაშვილის ძალა ყოველთვის ხალხში იყო.
დღეს ის ისევ ხალხშია და ხალხთან ერთად მისი დამარცხება წარმოუდგენელია.
რაოდენ პათეტიკურადაც უნდა ჟღერდეს, ასეა ეს.
ლაშა ბერულავა.