ვარსებობ,
სანამ გულში ცოცხლობს ამინდი
მზიანი.
მანამ მომეფერე, მანამ
გამიფრთხილდი,
მერე ყველაფერი იქნება გვიანი.
სანამ ძველებურად ბრუნავს დედამიწა,
სანამ არ გამწირავს იღბალი ტიალი
გულში ჩამიკარი გული არ მატკინო,
მერე ყველაფერი იქნება გვიანი.
სანამ სიყვარული ისევ შემიძლია
სანამ კვლავ მახარებს ფოთოლთა
შრიალი
ხელზე წაიკითხე ჩემი ბედის წერა,
მერე ყველაფერი იქნება გვიანი.
მოვა დრო მიხვდები წარსულის
შეცდომებს,
აღარ გაგახარებს ფოთოლთა შრიალი.
მე ვეღარ დაგიხსნი ტანჯვა
სამსხვერპლოდან
მერე ყველაფერი იქნება გვიანი.
ბედის ირონია მწარედ ჩაგვიცინებს და
აგატირებს სიჩუმის ტრფიალი.
მარტო დარჩენილი სევდით
გამიხსენებ,
მაგრამ დამიჯერე იქნება გვიანი.
სანამ ცოცხალი ვარ, მანამ მომეფერე
მერე ვერ მიშველის ხსენება ფიალით,
გული არ მატკინო, თორემ ცრემლების
ღვრა,
როცა არ ვიქნები იქნება გვიანი....😢😢💔🖤
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 1