ტანჯვა რომელიც აღარ სრულდება
შემოიბილწა ირგვლივ ქვეყანა და ჯოჯოხეთის კარი იღება
ნუ ვემონებით სატანის ხრიკებს
ნუ ვემონებით ფულს და ქონებას
ნუთუ ვერ ვხვდებით ამდენი ტანჯვა
ამდენ ცრემლი რისთვის გვაქ ქვეყნად.
აღარც მანდილი აღარ მანდილობს
აღარც ვაშკაცი აღარ ვაშკაცობს
აღარ არსებობს ძმობა სიტყვისა აღარც ძმობის და არარც დობისა
აღარ არსებიბს
ღირსება ჩვენში
აღარ არსებობს იესოს ლოცვა
ეშმაკს მივყიდეთ ცოდვილი სული
სულ დავივიწყეთ უფალი ღმერთი,
ნუ ველოდებით უფლისა რისხვას
ნუ ველოდებით განსაცდელს დიდსა
ნუ ვაზეიმებთ სატანას ჩვენში
და ნუ ვატირებთ იესო ღმერთსა,
ნუთუ ძნელია თვალის გახელა
უფლის წინაშე მუხლზე დაცემა
და პატიება ვთხოვოთ იესოს რომელიც ჩვენთვის ჯვარზე ეწამა,
მე კი შეგიცან ჩემათ უფალო
შენ შემასწავლე ლოცვა გალობა
მე აღარ მინდა შენგან წავიდე
მე შენ გიწამე ჩემში ხარ ღმერთო,
მუხლზე ვეცემი პატიებას გთხოვ
ამდენი ტანჯვა ჩემტვის რომ ზიდე
მე ცოდვილი ვარ უღირსი შვილი
რომელიც შენგან შენდობას ითხოვს..
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 3