Предыдущая публикация
არაზუსტია სიყვარულის მათემატიკა. სადღაც შენობის ზურგზე მიწერილ მარტივ ფორმულას – ამას + ის = სიყვარულს...დრო ხან წევრს და ხან პასუხს უცვლის. ამიტომაც, ვერავინ დაწერა სიყვარულის სახელმძღვანელო. და თუ დაწერა, მეორე წელს ვეღარ ივარგა. ან გმირები მაშინ დახოცა, როცა რომეოს და ჯულიეტას ტოლები იყვნენ. სიყვარული მხოლოდ მაშინაა მარადიული, თუ მას მწვერვალზე სიკვდილი მიუსწრებს? ჰო, 40 წლის რომეო ალბათ ჰამლეტს დაემსგვასებოდა.
ამიტომაც, ფორმულები უნდა წავშალოთ. უფრო სწორედ, მხოლოდ მე და შენ უნდა დავრჩეთ, მხოლოდ პლუსით. თუ რას ვუდრივართ, ამაზე დრომ იმტვრიოს თავი – ხვალ, ზეგ და მაზეგ.....
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 1