Предыдущая публикация
ცოდვა ჯოჯოხეთს რომც დამეწიოს,
შენი ნაკოცნი მზითევად გამყვეს,
მიყვარხარ სიტყვა გზად დამეწიოს,
მინდა გიყვარდე თუნდაც ცოდვილი,
ვაზის ცრემლებმა ცრემლი მადინოს,
ჩემი ფერებით გულში გესტუმრო,
შენს გულს გრძნობები გადმოადინოს.
მინდა გიყვარდე, შენც რომ შესცოდო,
გიჟურად ბრმად და მუნჯური მზერით,
მე კი ყვავილთა კაბა ჩამაცვა,
ცამდე მადიდო მტკბობელი ენით.
მინდა გიყვარდე, როგორც მიჯნური,
დრო გაჩერდეს და სიტკბოს ეწიოს,
თუნდ ანგელოზი და თუნდ ეშმაკი,
ჩვენს გრძნობებს ცაშიც ვერ დაეწიოს!"
💔💔💔
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев